ბლოგის წარმატება

გამარჯობა მკითხველებო!

მცირე ხნის ლოდინის შემდეგ კარგი სიახლით გიბრუნდებით:

კონკურსში “სოციალური მედია სამოქალაქო ინიციატივებისთვის” ბლოგმა მესამე ადგილი აიღო ნომინაციაში ჯანსაღი ცხოვრების ადვოკატი. გაგრძელება →

რწმენა და ცხოვრება

ყველაფერი არაჯანსაღი, სიგარეტი, ნარკოტიკი და სხვა საშინელებები ძალიან შორს დგანან ერთი მთავარი რამისგან, ყოველი ჯანსაღი ნაბიჯის საყრდენისგან, შინაგანი, სულიერი ძალისგან. ეს არის რწმენა, დიახ, რწმენა ყოვლისშემძლე ღვთისა, სამყაროს შემოქმედისა. ის უფრო მეტია ვიდრე ჯანსაღი ცხოვრება, უფრო მეტი ვიდრე არსებობა – ის არის გზა სიცოცხლისკენ. სადაც რწმენა ნაკლებია იქ ბოროტება ხშირად იმარჯვებს და ჩნდება ძალიან ბევრი საშუალება ყოველივე არაჯანსაღისა. ჩნდება ბოროტება, რომელიც რაღაც ნივთიერებებშიც კი ძვრება ადამიანის დასაღუპავად. განა ვინმე დაიჯერებს, რომ ღვთის რწმენით სავსე ადამიანი შეგნებულად სიგარეტს მოწევს, ნარკოტიკს მიიღებს ან სხვა რაიმე არაჯანსაღს გააკეთებს? გაგრძელება →

oobafit – საიტი ჯანსაღი ცხოვრების დასაგეგმად

Oobafit.com არის ერთ-ერთი ძალიან კარგი და საინტერესო საიტი, რომელიც გთავაზობთ შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა მარტივად და სახალისოდ. ნათლად ჩანს, რომ ამ პროექტში გამოცდილი ხალხი მუშაობს. აქ გაძლევენ კარგ რჩევებს, ფიტნეს პროგრამებს და კვების გეგმებს ონლაინში. საიტი ინგლისურ ენაზეა, რაც შესაძლოა მცირე დაბრკოლებას წარმოადგენდეს.

აქ ნახავთ:

  • პერსონალურ ონლაინ ფიტნეს გეგმას
  • პერსონალურ ონლაინ კვების გეგმას
  • აწარმოებთ დაკვირვებას თქვენს პროგრესზე
  • ცდილობენ შეგინარჩუნონ მოტივაცია და სტიმული. ამისათვის აქვთ სხვადასხვა ჯგუფები, ძირითადად ფეისბუქზე და თვითერზე, სადაც შეგიძლიათ  დაეკონტაქტოთ სხვა ადამიანებს, რომლებიც ამ პროდუქტს იყენებენ.
საუკეთესო ონლაინ ფიტნეს პროგრამა. მიეცი საკუთარ თავს უფასო ონლაინ ფიტნეს და კვების პროგრამები დღეს!
მისამართი: www.oobafit.com

ისიამოვნე შენი ცხოვრებით – Enjoy your life

3 დღის წინ დავბრუნდი ინგლისური ენის საზაფხულო სკოლიდან(გნებავთ ბანაკიდან), რომლის ერთგვარი დევიზი იყო “Enjoy your life” – “ისიამოვნე ცხოვრებით”. ბანაკის დირექტორი(Mr Howland) ყოველთვის მოგვიწოდებდა დადებითი განწყობისკენ… მართლაც, დადებითი განწყობა ჯანსაღი ცხოვრებაა. ამ თემით დაინტერესებულმა ინტერნეტში მივაგენი საინტერესო სტატიას სახელწოდებით „How to Enjoy Life“,  სადაც მოცემულია რჩევები, თუ როგორ ვისიამოვნოთ ცხოვრებით. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს გაგრძელება →

“შოკისმომგვრელი გამოსახულებები” თამბაქოს კოლოფებზე

“2009 წელს მიღებული კანონის შესაბამისად, აშშ–ს თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები ვალდებულნი არიან, 2012 წლიდან სიგარეტის კოლოფებზე ისეთი გამაფრთხილებელი გამოსახულებები დაბეჭდონ, როგორებიცაა: დაზიანებული ფილტვი, მკვდარი ადამიანის სხეული, ჭიანი კბილი და ა.შ.
ასეთი გამაფრთხილებელი გამოსახულებები დატანილი უნდა იყოს კოლოფის ზედა ნაწილში და უნდა იკავებდეს 20 %– ზე არანაკლებ ფართობს თამბაქოს ნაწარმის ბეჭდურ რეკლამაშიც.” კითხვის გაგრძელება →

ცოტა ხნით, ნახვამდის!

ხვალ დილით, დაახლოებით 11 საათზე, სამი კვირით მივდივარ ბაქსვუდის (Buckswood) ინგლისური ენის საზაფხულო სკოლაში, რომელიც მდებარეობს წყნეთში. ამიტომ მომიწევს ცოტა ხნით დაგემშვიდობოთ. მე მივდივარ და ბლოგს ამ ხნის განმავლობაში მკითხველებს გიტოვებთ. არ მინდა, რომ ამ პერიოდში ბლოგი უყურადღებოდ დარჩეს, ამიტომ, გთხოვთ ნუ მიატოვებთ ბლოგს, წაიკითხეთ წინა პოსტებიც(თან მათი რაოდენობა ცოტაა), დატოვეთ კომენტარები. როგორც ვიცი, ბანაკში ინტერნეტი არის. როცა თავისუფალი დრო მექნება, აუცილებლად შემოვალ და დავაკვირდები ბლოგის სტატისტიკას, ვნახავ ახალ კომენტარებს და შეძლებისდაგვარად გიპასუხებთ.

ვიცი, რომ იქ ყოფნა კარგი იქნება, რადგან ერთხელ უკვე ვიყავი(ბაკურიანში) და ინგლისური ენის საკმაოდ გაზრდილი ცოდნით დავბრუნდი.

იმედია, მომავალი სამი კვირის განმავლობაში კარგად დავისვენებ და დაბრუნების შემდეგ ახალი შემართებით მოგაწოდებთ პოსტებს!

ასევე, მზად არის პოსტი “შოკისმომგვრელი გამოსახულებები” თამბაქოს კოლოფებზე, რომელიც გამოქვეყნდება 25 აგვისტოს, თავისი გამოკითხვით.

შეგიძლიათ ბლოგი გამოიწეროთ და ახალ პოსტებზე ინფორმაცია მოგივათ თქვენს იმეილზე. ამისთვის მთავარ გვერდზე, მარჯვენა მხარეს, მოძებნეთ მენიუ “გამოიწერე ბლოგი Email-ით”.

აბა ჰე! :)

Au Revoir! ;)

ცნობილი ადამიანები, რომლებიც დაიღუპნენ ნარკოტიკების მოხმარების შედეგად

 ეს ჩემი პირველი პოსტია ნარკოტიკზე…

ნარკომანია ერთ-ერთი ცუდი სენია, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესს ეწინააღმდეგება. ყველაფერი, რასაც ის იწვევს – საკუთარი ჯანმრთელობის, სულიერი სიმშვიდის რღვევა… – შეუთავსებელია ჯანსაღ ცხოვრებასთან. ნარკომანია, ჩემი აზრით, უფრო მეტად დაავადებაა, ვიდრე დანაშაული. დაავადება, სადამდეც ადამიანი, უმეტესად, გაცნობიერებულად მიდის და მერე დამოკიდებული ხდება რაღაც უაზროზე, ნივთიერებაზე, საწამლავზე… – რის გამოც ჩადის დანაშაულს… ეს ადამიანებიც გახდნენ ამ ნივთიერებების მსხვერპლნი. ადამიანები, რომლებსაც თავის დროზე ყავდათ და ყავთ უამრავი თაყვანისმცემელი. ამ ადამიანების მცირე სია გაგრძელებაში →