რწმენა და ცხოვრება

ყველაფერი არაჯანსაღი, სიგარეტი, ნარკოტიკი და სხვა საშინელებები ძალიან შორს დგანან ერთი მთავარი რამისგან, ყოველი ჯანსაღი ნაბიჯის საყრდენისგან, შინაგანი, სულიერი ძალისგან. ეს არის რწმენა, დიახ, რწმენა ყოვლისშემძლე ღვთისა, სამყაროს შემოქმედისა. ის უფრო მეტია ვიდრე ჯანსაღი ცხოვრება, უფრო მეტი ვიდრე არსებობა – ის არის გზა სიცოცხლისკენ. სადაც რწმენა ნაკლებია იქ ბოროტება ხშირად იმარჯვებს და ჩნდება ძალიან ბევრი საშუალება ყოველივე არაჯანსაღისა. ჩნდება ბოროტება, რომელიც რაღაც ნივთიერებებშიც კი ძვრება ადამიანის დასაღუპავად. განა ვინმე დაიჯერებს, რომ ღვთის რწმენით სავსე ადამიანი შეგნებულად სიგარეტს მოწევს, ნარკოტიკს მიიღებს ან სხვა რაიმე არაჯანსაღს გააკეთებს?

ხშირად ხდება, ადამიანი სიგარეტს, ჭარბ ალკოჰოლს და, შესაძლოა, ნარკოტიკსაც ეტანება დიდი პრობლემების წინაშე ყოფნის დროს. რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ მას არ სწამს კაცთმოყვარე ღმერთის არსებობა?  განა სჯერა, რომ უფალი დაეხმარება? – ალბათ, არ სწამს, არ სჯერა…  და „ხსნას“ ეძებს ბოროტებით გაჟღენთილ ამ ნივთიერებებში, რომლებიც მიღების შემდეგ მის სულში სძვრებიან და მთლიანად იპყრობენ რწმენისთვის განკუთვნილ ადგილს, რაღაც ეიფორიებებით და გაბრუებებით თითქოსდა ათავისუფლებენ ყოველგვარი პრობლემისაგან. ყველას გექნებათ ნანახი მათზე  დამოკიდებული, შეიძლება ითქვას, დამონებული ადამიანები.

ამ დამოკიდებულებას და შებოჭილობას, თან მოყვება ფორიაქი, მოუთმენლობა, სულიერი სიმშვიდის რღვევა – კიდევ რამდენიმე არაჯანსაღი შედეგი. ამ სიას შეიძლება მწეველებმა კიდევ ბევრი მიამატონ, რადგან მათ უკეთ იციან რას გრძნობენ.

ყველაზე ცუდი არის ის, რომ ბევრი ჩემი თანატოლი და უფრო ახალგაზრდაც სიგარეტის აქტიური მწეველები არიან. ასაკის მატებასთან ეს დამოკიდებულება ისე ძლიერ იკიდებს ფეხს და უხილავი ჯაჭვით ისე ბოჭავს გულს, რომ მისგან გათავისუფლება ზოგჯერ მწეველსაც და არამწეველსაც შეუძლებლად ეჩვენება. ეს ასუსტებს ყოველგვარ იმედს გამარჯვებისა, რომლის მიღწევაც რწმენის გარეშე შეუძლებელია.

როცა აცნობირებ, რომ რაღაც საწამლავზე ხარ მიჯაჭვული და ის გიმორჩილებს, თითქოსდა გერევა შენ, ამარცხებს შენს ნებისყოფას, გკლავს ფიზიკურად და გკლავს სულიერად, თავისთავად ხვდები – ასე არ უნდა გაგრძელდეს, საჭიროა მისი მოშორება, წინააღმდეგ შემთხვევაში საბოლოო მარცხი გარდაუვალია. ბევრ მწეველს ასეც უფიქრია და საკუთარი ძალებით, მაშინ როცა დაკარგული აქვს  სულიერი სიმტკიცე, ნებისყოფა და რაც მთავარია – რწმენა, ერთხელ მაინც უცდია მისი მიტოვება. მაგრამ ამ ბრძოლაში დასაწყისშივე განწირულია და მარცხი გარდაუვალია.

მაგრამ თუ გვექნება რწმენა ყოვლისშემძლე ღვთისა, მისი შემწეობისა და კაცთმოყვარეობისა, ის დაგვეხმარება, გაგვაძლიერებს და უფრო მარტივად დავძლევთ ყველაფერს, რაც ჩვეულებრივ ძალიან რთული გვეჩვენებოდა. მხოლოდ ასე  შეიძლება დანგრევა ბოროტებისა, გაძევება იმისა, რისი ადგილიც ჩვენში არ არის და ჩვენში შემოსაძრომად უამრავ ხერხს მიმართა, იმ უხილავი ჯაჭვის გაწყვეტა და მისგან გათავისუფლება, რომლის მოშორებაც ადრე შეუძლებლად გვეჩვენებოდა.

ადამიანი რწმენით უნდა ცხოვრობდეს. რწმენა უხილავი, წმიდა ძალის არსებობაზე ბადებს სულიერად ამაღლებულ განწყობას, ოპტიმიზმს, სულიერ სიმშვიდეს და ყოველივე ჯანსაღს. მე ვფიქრობ და ალბათ ასეც არის, რომ რწმენის გარეშე დაწყებული ყოველი საქმე დასაწყისშივე განწირულია.

მე პირადად ძალიან ახლოს ვარ მართლმადიდებლობასთან. ძალიან საინტერესოა ეკლესიური ცხოვრება. სარწმუნოება ერთ-ერთია იმ სამი ღვთაებრივი საუნჯეთაგან, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს.

მწამს, რომ  ჩემი არც ისე დახვეწილი პოსტებით მეტ-ნაკლებად ვახერხებ გადმოგცეთ ამ ბლოგის მთავარი მიზანი: „აირჩიე ჯანსაღი ცხოვრების წესი“.

8 thoughts on “რწმენა და ცხოვრება

  1. ჩემთვის პირადად ძალიან სასიამოვნო და სასარგებლო იყო ამის წაკითხვა

    • დიდი მადლობა, გიორგი! ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნო იყო შენი კომენტარის წაკითხვა!

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s