სიცილის თერაპია

😀 – დღეს ინტერნეტში სეირნობისას წავაწყდი ერთ საინტერესო სტატიას სიცილის თერაპიაზე. ჩემი ყურადღება განსაკუთრებულად მიიქცია წინადადებამ “ორგანიზმისთვის იუმორი ისევე აუცილებელი ყოფილა, როგორც ჰაერი, წყალი და საკვები.” მაგრამ, ეს მხოლოდ დასაწყისი ყოფილა. სტატიაში მოყოლილია იმაზე, რომ სიცილი კურნავს დიაბეტს, აწესრიგებს წნევას, არჩენს თავის ტკივილს და სხვა… საინტერესოა სიცილის თერაპიის დამაარსებლის ნორმან კანზინსის ისტორიაც, რომელიც, თურმე, სახსრების იშვიათი დაავადებით იტანჯებოდა და სიცილით განკურნებულა… მოკლედ, ბევრს აღარ ვისაუბრებ ამაზე, რადგან სტატიის მისამართს აუცილებლად დავდებ პოსტის ბოლოს, სადაც ბევრ საინტერესო ფაქტს აღმოაჩენთ…

😀 –  ახლა კი, მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე ვიდეო YouTube-დან სიცილის თერაპიაზე, რომელიც ძალიან საინტერესო და სახალისო პროცესია. აუცილებლად ნახეთ 🙂

😀 – ჯგუფური სიცილთერაპია, რომელსაც ატარებს ადამიანის სულიერი განვითარების ცენტრი(სახელი მგონი სწორედ ვთარგმნე – Human Spiritual Development Center 🙂 )

😀 – ეს ადამიანი კი თავისით იტარებს სიცილის თერაპიას 🙂

😀 – თუ უფრო მეტი ვიდეოს ნახვა გსურთ, დააჭირეთ ამ ბმულს.

😀 – mkurnali.ambebi.ge ← დაპირებული სტატიაც(არ მიყვარს Copy/Paste პოსტები, ამიტომ არ დავაკოპირე 🙂 ).

😀

6 thoughts on “სიცილის თერაპია

    • კარგი იქნება ნამდვილად 🙂 ან შეიძლება არის და არ ვიცი 🙂

      P.S მადლობა პირველი კომენტარისთვის 🙂

  1. 10 წუთიანი გულიანი სიცილი სიცოცხლეს 1 წლით გიხანგრძლივებსო გამიგია, ამას თუ დავუჯერებთ მე უკვე უკვდავებას მივაღწიე 🙂 🙂 🙂 😀

    • 😀 😀
      წარმომიდგენია რამდენი 10 წუთი იცინე, რომ უკვდავებას მიაღწიე 🙂

      მაინც დავუჯეროთ მაგ ნათქვამს 🙂 სტატიის მისამართი რომ დავდე, ის თუ წაიკითხე კარგია. მართლაც შეიძლება ითქვას, რომ სიცილი სიცოცხლეს ახანგრძლივებს. 🙂
      P.S კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი 🙂

    • დიდი მადლობა!
      ვითანამშრომლოთ აუცილებლად 🙂 მისამართები გავცვალოთ და მეგობარ ბლოგებში დავამატოთ.
      P.S შენი ბლოგის ფეისბუქის გვერდზე დაგიკავშირდები 🙂

დატოვეთ კომენტარი